Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის არქივი სამშობლოში ჩამოიტანეს

July 29, 2024
შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის არქივი სამშობლოში ჩამოიტანეს

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი, ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის პირადი არქივი სამშობლოში დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს და წერს, რომ ზაზა მესხის საარქივო ფონდი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება:

„ეჰ, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში არქივი ჩამომაქვს და განსაკუთრებული უხერხულობა, სევდა, ამაოების განცდა მომყვება, რადგან ამ კაცის არქივი მე არ უნდა ჩამომეტანა, ჩემი შვილიშვილების გასაკეთებელი იყო, თუ თვითონ არ დაბრუნდებოდა სამშობლოში საპენსიო ასაკში გადასული. მაგრამ… ცხოვრებამ მე დამაყენა ამ საქმის განმახორციელებლად.

ზაზა მესხი – ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი – შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი მისი ყოფილი მეუღლისაგან [Cinta Depondt] მივიღე და ხვალ დილას ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმს ჩაბარდება.

ამ ახალგაზრდა კაცს, უკაცრავად, ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწეს, რამდენი უღვაწია, ემიგრაციაში პერიოდული გამოცემაც დაუარსებია, მის გარშემო გაუერთიანებია ახალი ემიგრაციის რჩეული პირნი, ძველნიც არ დავიწყებია. მისმა ყოფილმა მეუღლემ – ქალბატონმა ცინტამ, ბრწყინვალე ქართულით მოლაპარაკემ, სევდიანი თვალებით გამოგვაცილა ზაზა მესხის არქივის წამოსაღებად უტრეხტში რომ ვეწვიეთ.

ჟურნალ „თანამემამულეს“ ყველა ნომერი – ჩაწიკწიკებული კოლექცია, მიუნხენის, თესალონიკის, პარიზის, სტამბულის ქართული გამოცემები, მიმოწერა, ფოტოარქივი… და დიდი ტკივილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში კაცს ყველაფერი დაენგრეს და დაექცეს, თუმცა ბატონ ზაზას თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში დარგული სიკეთეები, კეთილშობილური საქმეები, შეიძლება, უფრო მოსავლიანი იყოს არა ერთის მოხუცებულობამდე მიტანილ ცხოვრებაზე.

დრო ხომ პირობითია, ხოდა ისიც, რომ ჩვენ ვინახავთ მის არქივს, მისი არქივის მიღებით რომ გაიზარდა ქართული ემიგრაციის ფონდის ქრონოლოგიური საზღვარი და უკვე ოცდამეერთე საუკუნეს გადმოაბიჯა, იმის მაჩვენებელია, რომ მას შეუძლია თქვას: ცუდად ხომ მაინც არ ჩაიარა ამ განწირულმა სულისკვეთებამ და გზა უვალი ჩემგან თელილი სამშობლო, ჩემო მაინც დარჩება…“

ხვალიდან ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში იხილავთ: ზაზა მესხის საარქივო ფონდი!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2020 წს 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არის ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ისე სცემეს, კლინიკაში გადაჰყავთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი
  • “თუ კიდევ ერთხელ მოხვდება სოციალურ ქსელში სხდომაზე გადაღებული ფოტო, სხდომას დავხურავ” – მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი
  • “შეწყალების თხოვნა 0,1%-ითაც არ განიხილება” – პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge