Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პოლიცია თელავის მუნიციპალიტეტში ორი პირის მკვლელობის საქმეზე 32 წლის კაცს ეძებს

July 25, 2024
პოლიცია თელავის მუნიციპალიტეტში ორი პირის მკვლელობის საქმეზე 32 წლის კაცს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს 32 წლის კაცს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში 24 ივლისს, გვიან ღამით ორი კაცი, 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი მოკლეს.

„სამი გასროლის ხმა გავიგეთ. ერთი ადგილზე დაღუპულა, მეორე საავადმყოფოშიო. სავარაუდო მკვლელს ეძებენ და ვერ პოულობენ”, – უთხრა ჟურნალისტებს ლალისყურელმა ეთერ ქოთილაიძემ.

ადგილობრივები, რომლებიც მედიასთან ურთიერთობენ, მომხდარის მიზეზს ვერ ასახელებენ. მხოლოდ ის იციან, რომ შემთხვევა მოხდა სავაჭრო ობიექტთან, სადაც მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს მცირე ბიზნესი ჰქონდა და ლუდს ჰყიდდა, ის მოკლულთა თანასოფლელია.

„ბავშვები იძახდნენ, ვიღაც კაცმა იარაღი ისროლაო. გამოვედით და ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე, დაჭრილი, თუმცა ლაპარაკობდა. რა მოხდა დაზუსტებით არაფერი ვიცი. ყველა ერთმანეთის მეზობლები არიან, ერთ უბანში გაზრდილები”, – ამბობს ადგილობრივი ბესიკ ხუმარაშვილმა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაჭრილი 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ლალისყურში მოკლული 29 წლის არჩილ გაწირიძის მეუღლემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მათი შვილის ნათლია იყო. არჩილ გაწირიძე ლალისყურში თელავის მერის წარმომადგენლის ძმაა.

24 ივლისს მოკლული ორივე პირის ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სოფელ ლალისყურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (109-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარება (236-ე მუხლი).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა”- ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ – განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge