თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.
მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან.
ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ადგილზე მხოლოდ იმას ჰყვებიან, რომ შემთხვევა მოხდა სოფელში, ლუდსახარში ობიექტის მიმდებარედ. მათი თქმით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა.
არჩილ გაწირიძე მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავს მონათლული და მეგობრები იყვნენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.