Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„პარკირებაზე ჯარიმები ინტენსიურად იწერება – თვის განმავლობაში კომპანია დიდ ხარჯებზე ადის“ – დისტრიბუტორები

July 22, 2024
„პარკირებაზე ჯარიმები ინტენსიურად იწერება – თვის განმავლობაში კომპანია დიდ ხარჯებზე ადის“ – დისტრიბუტორები

თბილისში, სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის ამ ეტაპისთვის 120 ადგილია გამოყოფილი, – ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან” დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ გაზრდილია პარკირებისთვის ჯარიმების გამოწერის ინტენსივობა. რიჟამაძის თქმით, მაშინ როდესაც სადისტრიბუციო კომპანიას 60-70 ავტომობილი ემსახურება, დღის განმავლობაში შესაძლოა, რამდენიმე ჯარიმა დაიწეროს, რაც თვიურ ჭრილში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის გაზრდილი არ არის (საპარკინგე ადგილები). ერთადერთი რაც ამ ეტაპზე ხორციელდება – ყველა იმ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტირებაც მიმდინარეობს, ხდება ასახვა საპარკინგე ადგილების და შეუერთდება იმ ხუთ მისამართს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება დაჯარიმება. ხუთ მისამართზე მხოლოდ 120 ადგილია გამოყოფილი. ჯარიმა, რომელიც იყო 10-ლარიანი, გახდა 50-ლარიანი, შესაბამისად, ხუთჯერ გაეზარდა კომპანიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით გამოწვეული ხარჯი.

აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმემ რაიმე ფორმით უნდა წაახალისოს სამართალდარღვევა და ა.შ. მაგრამ თვითონ ჯარიმების გამოწერის რაოდენობაც გაიზარდა, მაღალი ინტენსივობით ხდება და იმის ფონზე, როდესაც 10-ლარიანი ჯარიმა გახდა 50 ლარი, მსხვილი ნაწილი დაიჭირა იმ ხარჯში, რისი გაწევაც უწევს კომპანიას ყოველთვიურად. როდესაც კომპანიას ჰყავს მაგალითად, 60-70 სატრანსპორტო საშუალება, ის დღის განმავლობაში შეუძლებელია, რომ მან არ მოიტანოს გარკვეული რაოდენობა ჯარიმების. ეს თვის ჭრილში დიდ ხარჯებზე ადის უკვე“, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ცნობისთვის, თბილისში იანვარ-მაისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6 945 632 ლარი შევიდა მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 6 359 920 ლარი შეადგინა გამოწერილმა საჯარიმო თანხამ.

შეგახსენებთ, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები 10-ლარიდან 50-ლარამდე გაიზარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე” – სუს-ი განცხადებას ავრცელებს
  • “გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს” – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი
  • “არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია…” – რას აცხადებს მეუფე იაკობი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge