ზაფხულში ბევრი ადამიანი იკლავს წყურვილს გაზიანი სასმლით, ბურახით და წვენებით.
თუმცა, ყველა ეს სასმელი არ არის სასარგებლო სიცხეში და წლის ნებისმიერ სხვა დროს. უბრალო წყალი ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს.
ყველაზე ჯანსაღი სასმელები:
მცენარეული ჩაი შაქრისა და თაფლის გარეშე, ლიმონით ან ჯანჯაფილის ნაჭრით.
ასკილის ნაყენი (დააყენეთ ღამით თერმოსში) უშაქროდ.
მოხარშული სეზონური კენკრა ან ხილი (ვაშლი, გარგარი).
მორსი უშაქროდ.
ჩირის კომპოტი უშაქროდ. დიახ, ჩირი შეიცავს უამრავ ფრუქტოზას და, შესაბამისად, კალორიებს. მაგრამ ის ასევე შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს. კომპოტი კარგია სიცხეში სადილიდან 20-30 წუთის შემდეგ.
მაგრამ ჯანსაღი სასმელებიც ზომიერად უნდა მივიღოთ: დღეში ერთხელ არა უმეტეს ერთი ჭიქისა. თუმცა, წყალი ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტი.
ნებისმიერი სითხე, რომელიც შეიცავს რაიმე ნივთიერებას: შაქარს, მარილს, მცენარეულ ექსტრაქტებს, მხოლოდ უჯრედებიდან წყალს გამოდევნის და ორგანიზმისთვის საჭირო წყლის დეფიციტი მწვავდება.
ყველაზე მავნე სასმელები:
გაზიანი სასმელები.
რძის კოქტეილები.
პაკეტირებული ხილის წვენები.
საკმარისი წყლის მიღებით, თავიდან ავიცილებთ სისხლის მიმოქცევის პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. თუმცა, ჭარბი სითხის მიღებით, არსებობს მაღალი წნევის რისკი.
წყარო: მკურნალი