Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

July 21, 2024
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, წელს თბილისის საჯარო ბაღები, ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება, ამ დრომდე მხოლოდ პირველი და მეორე ეტაპის რეგისტრაციაა გამოცხადებული, რის შედეგადაც, კახა აბულაძის თქმით, 8000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

“პირველ ეტაპზე, რომელიც მიზნობრივი კატეგორიის რეგისტრაციას ითვალისწინებდა, 3000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, მეორე ეტაპის რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 ივლისის ჩათვლით და ამ წუთისთვის 4500-მდეა რეგისტრირებული. რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, ის 22 ივლისს იწყება 10:00 საათიდან ადგილების შევსებამდე და რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად შეუძლიათ თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია. მშობლებს შეუძლიათ წინასწარ ნახონ ჩვენს ვებგვერდზე ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა.

ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ. ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 8000-მდე აღსაზრდელი”, – განაცხადა კახა აბულაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სასურველ საჯარო ბაგა-ბაღებში ბევრმა მშობელმა ბავშვი ვერ დაარეგისტრირა, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ თავად ბაღის ადმინისტრაციას განცხადებით. თუმცა, დიდი მიმართვიანობის შემთხვევაში მშობლები ბავშვების საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებენ, რის გამოც, ან კერძო ბაღში ან კიდევ შორს მდებარე ბაღში რეგისტრაცია უწევთ.

პირველ ეტაპზე ბაღებში რეგისტრაცია მხოლოდ მიზნობრივმა სოციალურმა ჯგუფებმა შეძლეს, მეორე ეტაპზე თბილისში რეგისტრირებული აღსაზრდელებს შეუძლიათ, ხოლო ბოლო ეტაპზე, რომელიც ხვალ გამოცხადდება, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აშშ-ში შესვლა შესაძლებელია სამუდამოდ აგიკრძალონ” – აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
  • როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა? – რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის კანცლერი
  • “საქართველოდან 30 პირი გავაძევეთ” – რა განცხადებას ავრცელებს შსს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge