Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კერძო სკოლებში ვაუჩერული სისტემა უნდა გადაიხედოს – განათლების ექსპერტი

July 21, 2024
კერძო სკოლებში ვაუჩერული სისტემა უნდა გადაიხედოს – განათლების ექსპერტი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მოსაზრებით, კერძო სკოლებისთვის ვაუჩერული სისტემა და დათვლის არსებული ფორმულა უნდა გადაიხედოს. როგორც ცენტრის პროექტების მენეჯერი ამბობს, კერძო სკოლებში ვაუჩერული სისტემის არსებული ფორმულით დათვლა სკოლების არათანაბარ პირობებში აყენებს.

საქმე ისაა, რომ 2011 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო სკოლის ვაუჩერული დაფინანსება უფრო მრავალკომპონენტიანი გახდა და მისი ოდენობა სკოლის ზომაზე, გეოგრაფიულ და ტერიტორიულ მდებარეობაზე, კლასზე, სწავლების ენაზე, მოსწავლეთა სპეციალურ საჭიროებებზე დამოკიდებული გახდა.

თუმცა შეცვლილი ფორმულა არ გავრცელებულა კერძო სკოლების ვაუჩერზე. ამჟამად კერძო სკოლებში მოსწავლეზე გაიცემა 300-ლარიანი ვაუჩერი, მიუხედავად სკოლის ზომის, გეოგრაფიული თუ ტერიტორიული განსახლების, კლასის, სწავლების ენისა და ა.შ, ეს რაოდენობა 2011 წლის შემდეგ არც გაზრდილა, მიუხედავად ქვეყანაში მკვეთრად შეცვლილი ეკონომიკური მდგომარეობისა.

ნათია გორგაძე აცხადებს, რომ კერძო სკოლების შემთხვევაშიც ვაუჩერის ფორმულა უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი, ისევე როგორც საჯარო სკოლების შემთხვევაშია.

“როცა სკოლებში ვაუჩერიზაციის რეფორმა განხორციელდა, საჯარო სკოლებში ის მოერგო სხვადასხვა სპეციფიკაციას – ეს იქნება ზომა, ადგილმდებარეობა თუ სხვა, ხოლო კერძო სკოლებს ეს არ შეეხო. ერთი და იგივე ვაუჩერით ფინანსდებიან სკოლები, რომლებიც მხოლოდ ვაუჩერზე არსებობენ და არ აქვთ სხვა შემოსავალი; და სკოლები, რომელთა შემოსავალი 20 მილიონს აღწევს. ეს ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელსაც ვაუჩერი ატარებს”, – ამბობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების მენეჯერი ნათია გორგაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აშშ-ში შესვლა შესაძლებელია სამუდამოდ აგიკრძალონ” – აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
  • როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა? – რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის კანცლერი
  • “საქართველოდან 30 პირი გავაძევეთ” – რა განცხადებას ავრცელებს შსს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge