მკვლელობა ასხის მთაზე – ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსებს შორის დავა საქონლის გამო დაიწყო. მათი თქმით, თანასოფლელებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ, თუმცა არ იციან, ჰქონდათ თუ არა მწყემსებს წარსულში რაიმე სახის კონფლიქტი.
დაპირისპირებას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. შემთხვევის ადგილზე იმოყოფებოდა მოკლულის ბიძაც, რომელიც ასევე მწყემსია. სწორედ მან დარეკა პოლიციაში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
ცნობილია, რომ კონფლიქტის შედეგად კიდევ ერთი ადმაიანი დაშავდა. ადგილორბივების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, გაშველების დროს დაიჭრა. მის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ.
ეს ბიჭი იყო ძალიან მშრომელი, პატიოსანი, საქონელს ხედავდნენ, რაღაცის საძებრად იყო და არ ვიცი,- ამბობს ადგილობრივი.
სასწაულად კარგი ადამიანი იყო, ცუდს ვერაფერს ვიტყვით მაგაზე და არ ვიცი რა შეემთხვა. მთელი სოფელი ვტირივართ მაგის გამო, – ამბობს ადგილობრივი.
ასხის მთაზე მომხდარი სასტიკი დანაშაულის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. მამაკაცს ახლა 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ირკევა, რომ ნაცნობებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თანასოფლელმა მსხვერპლს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, რის გამოც 35 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა.