Tuesday, July 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტურისტებისთვის 10 ყველაზე საშიში ქალაქი დასახელდა – 2024 წლის რეიტინგი

July 19, 2024
ტურისტებისთვის 10 ყველაზე საშიში ქალაქი დასახელდა – 2024 წლის რეიტინგი

Forbes Advisor-მა ტურისტებისთვის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი ქალაქების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის მიხედვით, ვენესუელას, პაკისტანისა და მიანმარის ქალაქები საერთაშორისო მოგზაურთათვის ყველაზე საშიშ მიმართულებებად დასახელდა.

კვლევამ მსოფლიოს მაშტაბით 60 ქალაქი შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე შეისწავლა: კრიმინალის დონე, პირადი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი კატასტროფები და ციფრული უსაფრთხოება. ქალაქები რისკების გათვალისწინებით 100 ქულიანი შკალით შეფასდა.

კვლევის მიხედვით, მოგზაურთათვის ყველაზე დიდი რისკის მქონე ვენესუელას დედაქალაქი კარაკასია. ეს ქალაქი ერთადერთია, რომელმაც უმაღლესი – 100 ქულა მიიღო. გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) მოქალაქეებს ვენესუელას გარკვეულ რაიონებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

სიაში შემდეგი ქალაქია ყარაჩი (პაკისტანი), რომელიც რეგიონში ტერორისტული საფრთხის გამო ტურისტებისთვის მეორე ყველაზე საშიშ ქალაქად იქნა აღიარებული.

მესამე ადგილი მიანმარში იანგონმა დაიკავა. ამ ქალაქმა 91,67 ქულა პირადობის მოწმობის მოპარვისა და სტიქიური უბედურებების მაღალი რისკის, ასევე ჯანდაცვის მომსახურების ცუდი ხარისხის გამო მიიღო.

ამავდროულად, სინგაპური მოგზაურთათვის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა. ამ ქვეყანამ ბუნებრივი კატასტროფების დაბალი რისკის, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გამართული ინფრასტრუქტურის დამსახურებით 0 ქულა მიიღო.

მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქი გახდა ტოკიო (იაპონია), მესამე ადგილი კი კანადის ტორონტომ დაიკავა. ამ ქალაქებმა 15-ზე ნაკლები ქულა მიიღეს.

ტურისტებისთვის 10 ყველაზე საშიში ქალაქის რეიტინგი ასეთია:

კარაკასი, ვენესუელა – 100 ქულა

ყარაჩი, პაკისტანი – 93,12 ქულა

იანგონი, მიანმარი – 91,67 ქულა

ლაგოსი, ნიგერია – 91,54 ქულა

მანილა, ფილიპინები – 91,49 ქულა

დაკა, ბანგლადეში – 89,5 ქულა

ბოგოტა, კოლუმბია – 86,7 ქულა

კაირო, ეგვიპტე – 83,44 ქულა

მეხიკო, მექსიკა – 82,43 ქულა

კიტო, ეკვადორი – 82,02 ქულა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსალოდნელია თუ არა საქართველოში რეკორდული სიცხეები – სინოპტიკოსის პროგნოზი
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • არტემ გრიბულმა და ანატოლი ჩეჩინმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge