“უმაგრესი ექიმი, რომელმაც გამაბედნიერა. სულ ვიცინი, ეს კაცი ჩემთვის გაჩნდა თურმე, თორემ ხომ ვივლიდი ჩემი ბევრი კილოთი. მადლობა, დათო, ახალი სუნთქვა რომ გამიხსენი და გამახალისე, შენ ხარ ექიმი – ბედნიერება”, – წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ექიმი დავით აბულაძის შესახებ.
როგორ დაიკლო ინგა გრიგოლიამ?
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რისკენაც მან ახლამა ამპლუამ – ბებიობამ უბიძგა:
“ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა. წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა მეტი ენერგია მქონოდა. ორთვე-ნახევარში 15 კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში. იმიტომ, რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“, – ამბობდა ინგა.