Sunday, August 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელია ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიმღები ათი ყველაზე მსხვილი სამინისტრო და სახელმწიფო უწყება?

July 16, 2024
რომელია ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიმღები ათი ყველაზე მსხვილი სამინისტრო და სახელმწიფო უწყება?

საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019-2024 წლების მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროებმა ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ.

საქართველოს სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ევროკავშირისგან 517 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა – 46,1 მილიონი ევრო და კერძო სექტორმა – 6,1 მილიონი ევრო. (მოიცავს 75 მილიონ ევროს სესხს Covid 19-ის პერიოდში.)

საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) ათ უმსხვილეს ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:

  • 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები;
  • 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
  • 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები;
  • 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები;
  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
  • 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  • 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია.

ევროკავშირის 46,1 მილიონი ევროს დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:

  • ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა – 8,6 მილიონი ევრო;
  • დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია – 8 მილიონი ევრო;
  • ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება – 7,9 მილიონი ევრო;
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა – 4,9 მილიონი ევრო;
  • კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები – 4,6 მილიონი ევრო;
  • ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის – 4 მილიონი ევრო;
  • დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება – 3,9 მილიონი ევრო;
  • გარემოს დაცვა და კლიმატი – 2 მილიონი ევრო;
  • საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა – 1,2 მილიონი ევრო;
  • იურიდიული და სასამართლო სისტემა – 1 მილიონი ევრო.

წყარო – რადიოთავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • ბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა გადაუარა
  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge