არდა გიულერი კრიშტიანუ რონალდუზე ალაპარაკდა:
“როდესაც ჩვენი მატჩი პორტუგალიასთან დასრულდა, მინდოდა რონალდუს მაისური მეთხოვა, მაგრამ ცოტა მორცხვი ვიყავი, რადგან არ ვარ მიჩვეული ასეთ თხოვნებს. თუმცა, ჟოაო ფელიქსს დიდი ხანია ვიცნობ, ამიტომ ვთხოვე წასულიყო და რონალდუსთვუს მაისური ეთხოვა.
10 წუთის შემდეგ ფელიქსი მოვიდა კრიშტიანუსთან ერთად ჩვენს გასახდელში და ყველას გაუკვირდა, რომ კრიშტიანო თვითონ მოვიდა. მან თქვა “ასალამუ ალაიკუმი” და მაჩუქა თავისი მაისური. თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მივხვდი, რომ კრიშტიანოს უყვარს ყველას გახარება, თუნდაც არ იცნობდეს.
მჯერა, რომ ეს მომენტი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. როდესაც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი მოდის შენთან და გაძლევს თავის მაისურს, ეს საოცარია.” – ამბობს გიულერი.