მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“უახლოეს დღეებში საქართველოში დილისა და შუადღის საათებში მზიანი ამინდი იქნება, საღამოობით კი კონვექციური ღრუბლების შექმნის ფონზე ლოკალიზებული წვიმისა და ელჭექის დიდი ალბათობაა. ამავდროულად, ტემპერატურული ფონი მაღალი იქნება
დასავლეთ საქართველოში +35 C
აღმოსავლეთში +37 C
სანაპირო კურორტებზე +33 C
ზღვის წყლის ტემპერატურა კომფორტულია და 27 გრადუსია.
მზის ულტრაიისფერი სხივები კი მაღალია ინდექსით 9, რაც მზის დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.“ – წერს ფარტენაძე.