ლელა წურწუმიას შვილი, მარიკო მამულაშვილი საჯარო მიმართვას ავრცელებს და დედას გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის:
„ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, დე, მადლობა, რომ რთული პერიოდები გადამატანინე… საუკეთესო მეგობარი ხარ ჩემი, მადლობა, რომ შვილად ამირჩიე… შენს გარეშე ბევრ რამეს ვერ შევძლებდი, მიყვარხარ, მეიმედები“, – წერს მარიკო მამულაშვილი.
შეგახსენებთ, ლელა წურწუმიამ შვილის შესახებ საკუთარ გადაცემაში რამდენჯერმე ისაუბრა და განმარტა, რომ, მოზარდობის პერიოდში, მარიკოს გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა, ძირითადად, სკოლაში და თანატოლებთან.