Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იახტკლუბი, 80-ნომრიანი სასტუმრო, 4-სართულიანი შენობები… – შაორის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

July 8, 2024
იახტკლუბი, 80-ნომრიანი სასტუმრო, 4-სართულიანი შენობები… – შაორის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია დაამტკიცა. დოკუმენტი, მის პირვანდელ ვერსიაში, 2019 წლის დადგენილებაში შესული ცვლილებებია რომელიც შაორის განაშენიანების წესებს და სტანდარტებს დეტალურად განსაზღვრავს.

3 ივლისს ძალაში შესული დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები.

ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები

დადგენილებით განისაზღვრა როგორც ფუნქციური ზონები, ასევე ქვეზონები და მათზე დასაშვები შენობები.

დეტალური აღწერის მიხედვით, სექტორი №2 უნდა განაშენიანდეს შემდეგნაირად: –იახტკლუბი (ერთი შენობა), კაფე-რესტორანი (ერთი შენობა), ნავსადგომი, ნავსადგომის ადმინისტრაცია, პირსი, სანაოსნო საწყობი;

გ.ა.გ) სექტორი №3 – ჩოგბურთის კორტი, კალათბურთის მოედანი, სპორტული კომპლექსის ადმინისტრაცია, ტრიბუნა, სპორტული მოედნის ფუნქციონირებისთვის საჭირო დახმარე შენობა-ნაგებობა და ა.შ.

მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-1=0.2; მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი კ-3=0.8: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე – 5მ;

სარეკრეციო ზონა 3. განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:

მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ1=0.15;
მაქსიმალური დასაშვები სართულიანობა – 4 სრული სართული;
აღნიშნულ სექტორში დასაშვებია: 80-ნომრიანი, 160-ადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი
სასოფლო-სამეურნეო ზონა 1 – წარმოადგენს დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების, რანჩოების, ფერმა-სასტუმროების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:

მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე – 10 მ.
რანჩოების, ფერმა-სასტუმროების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი – 100000 კვ.მ
სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ფუნქციონირების უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა ნაგებობების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი – 15 000 კვ.მ.
სასოფლო-სამეურნეო ზონა 2. აღნიშნულ სექტორებში განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:

მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი – კ1=0.1;
მიწის ნაკვეთზე ერთი შენობა-ნაგებობის მაქსიმალური განაშენიანების ფართი -200 კვ.მ;
მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური დასაშვები სართულიანობა -2 სრული სართული მანსარდით;
მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე – 10 მ.
მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი – 1200 კვ.მ
დაგენილებაში ასევე განსაზღვრულია განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების განხორციელების პირობები, ბუნებრივ-ტექნოგენური საფრთხეები, გეგმარების შემზღუდავი ზონები და მათი რეგლამენტები, კომბინირებული და შერეული რეჟიმის ზონები, განაშენიანების არქიტექტურულ-მხატვრული მახასიათებლები და ა.შ.

შენობებისთვის კი, რომლებზეც ნებართვა უკვე გაცემულია , ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ახალი წესების გავრცელებას თავად განმცხადებელი, ანუ კერძო სექტორი მოითხოვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რატომ ვარ მიუღებელი?! მე ხომ არაფერი დამიშავებია?!” – რას ამბობს თეა წულუკიანი?
  • მარნეულში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
  • ვის და როდის აღუდგება მართვის მოწმობა – შსს ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge