Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოჯახის ვარაუდით, მას ხელს აფარებენ დამნაშავეებს, რომლებიც გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ

July 8, 2024
ოჯახის ვარაუდით, მას ხელს აფარებენ დამნაშავეებს, რომლებიც გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე არავინაა დაკავებული ორი დღის წინ გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ადამიანი, ვინც კურიერი დაჭრა, 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა პოლიცია მის პოვნას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს.

დაჭრილი კურიერის ბიძაშვილის, ჟურნალისტ სალომე გოგოხიას თქმით, გამოძიებას აქვს ყველა საჭირო მტკიცებულება, მათ შორის, გლოვოდან მიწოდებული მონაცემები შემკვეთის ვინაობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, ასევე სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. ასევე, იმ საბანკო ბარათის მონაცემები, საიდანაც თანხა ჩამოიჭრა. ამ ყველაფრის ფონზე, ის, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია “ოჯახს აფიქრებინებს რომ ვიღაც ხელს აფარებს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხეჩინაშვილის კლინიკა სახლში უშვებდა დაჭრილს, რომელსაც წუხელ ხუთი საათი უტარდებოდა ოპერაცია”.

სალომე გოგოხიას თქმით, ხეჩინაშვილის კლინიკა უარს აცხადებდა დაჭრილი კურიერის მკურნალობაზე, მიზეზად კი ასახელებდა იმას, პაციენტს, სავარაუდოდ, ფეხის თითების ამპუტაცია ესაჭიროებოდა, მათ კი არ ჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტი. საბოლოოდ, ტერფის რეკონსტრუქციის ოპერაცია მაინც ამ კლინიკაში ჩატარდა. დაჭრილს შეუნარჩუნეს ყველა თითი და ახლა რეაბილიტაციის პროცესშია.

ოჯახი, ექიმებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ რეაბილიტაციას 5-6 თვე დასჭირდება, დაახლოებით ორი წლის შემდეგ კი საჭირო იქნება განმეორებითი ოპერაცია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კურიერი პნევმატური იარაღით დაჭრეს. თუმცა, დაჭრილის დედა, ელენა ჩოგოვაძე ამ ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან “ძალიან ჩამსხვრეული აქვს თითები”. ოჯახი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამ ვერსიის გაჟღერების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქმის შემსუბუქება იყო.

35 წლამდე კაცი 6 ივნისს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მას შემდეგ დაჭრეს, რაც კომპანიის მომხმარებელს შეკვეთა მიუტანა. დაჭრილი კურიერის დედის, ელენა ჩოგოვაძის ინფორმაციით, უკმაყოფილო მომხმარებლებმა მას ჩხუბი დაუწყეს, რა დროსაც ერთ-ერთმა იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რატომ ვარ მიუღებელი?! მე ხომ არაფერი დამიშავებია?!” – რას ამბობს თეა წულუკიანი?
  • მარნეულში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
  • ვის და როდის აღუდგება მართვის მოწმობა – შსს ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge