დაჭრილი კურიერის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არა პნევმატური, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მისი თქმით, პნევმატური იარაღით დაჭრის შემთხვევაში მი შვილი ასეთი მძიმე დაზიანებებს ვერ მიიღებდა. ქალს აქვს ეჭვი, რომ შსს სიმართლეს მალავს.
დაკავებულები არ არიან, ძებნაში არისო და იმალებაო და მიმდინარეობს გამოძიებაო. მთელი თბილისი იმას ამბობს, რომ შანსი არ არის პნევმატურმა ასე დაამსხვრიოსო, დიდი-დიდი კანი დააზიანოსო. ბევრი ცეცხლსასროლი მინახავს, საოპერაციოში ვმუშაობდი, მშვენივრად მესმის, კარგად დამალონ, – ამბობს სიგუას დედა.
გლოვოს კურიერს ექიმებმა ფეხი შეუნარჩუნეს. რამდენიმე საათიანი ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. ხეჩინაშვილის კლინიკის მედიკოსებმა დამსხვრეული ძვლების აღდგენა შეძლეს. თემურ სიგუას ჯანმრთელობა ახლა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ოჯახი პირდაპირ ამბობს, რომ რეაბილიტაცია ხანგრძლივი იქნება, თუმცა გაივლის თუ არა ის ფეხზე, უცნობია.
სისხლიანი გარჩევიდან 48 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ გომელაურის უწყებას არცერთი დამნაშავე არ დაუკავებია. გამოძიება კი ისევ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამაკაცს თავს რვა ადამიანი დაესხა, სცემა და ფეხებში დაჭრა.