ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლისთან კონტრაქტის განახლება – ეს საკითხი ძალიან დიდი ხანია იტალიაში განიხილება, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, რომელიც როგორც ჩანს, დასკვნით ფაზაშია.
ჯერ იყო და, აურელიო დე ლაურენტისი სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად დიუსელდორფში ეწვია კვარას, რათა თემა განეხილათ, ახლა მამუკა ჯუღელი იტალიაში შეხვდება იტალიური კლუბის ბოსებს.
ცნობილი გამოცემა Tuttosport წერს, რომ მხარეები ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან – კვარა სპეკულაციების და ხმების მიუხედავად, ნაპოლიში დარჩება. ტურინული გაზეთი ახალი კონტრაქტის დეტალებზეც წერს.