გიორგი მიქაუტაძის გოლის აღნიშვნას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლები მიქაუტაძემ ტრაციულად აღნიშნა – ცერა და საჩვენებელი თითებით წრე გააკეთა და თვალებთან მიიდო. მომდევნო დღეებში არაერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა და ფეხბურთელი “სატანის თაყვანისცემაში” დაადანაშაულა.
“მითების დეტექტორს” სპორტული გვერდის, Geo-team-ის ადმინისტრატორმა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებთან ხშირად წერს ხოლმე ინტერვიუებს, განუმარტა, რომ მიქაუტაძის აღნიშნვა კავშირში არ არის მასონურ ან სატანისტურ სიმბოლიკასთან და ის “მე შენ გიყურებ/თვალს გადევნებ” (I’m watching you) დატვირთვას ატარებს.