Wednesday, August 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები UEFA-სგან ფულადი ჯილდოს სახით?

June 27, 2024
რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები UEFA-სგან ფულადი ჯილდოს სახით?

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უეფასგან ფულადი ჯილდოებია გათვალისწინებული.

საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-სგან ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის იღებს 9.25 მილიონ ევროს.

ტურნირის წესდების მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე გუნდი ყოველი მოგებული მატჩისთვის დამატებით 1 მილიონ ევროს იღებს, ფრეზე კი პრიზი 500 000 ევროა. ამასთან, UEFA-ს ფულადი პრემია ტურნირის შემდგომ ეტაპებზე გადასვლისთვისაც აქვს განსაზღვრული. კერძოდ, მერვედფინალში გასვლისთვის გუნდები დამატებით 1.5 მილიონ ევროს იღებენ.

შესაბამისად, ჩეხეთთან ნათამაშები ფრისთვის, ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-საგან 500 000 ევრო უნდა მიიღოს, პორტუგალიის დამარცხებისთვის კი 1 მილიონი ევრო, რასაც უნდა დაემატოს პლეი-ოფში გასვლისთვის განსაზღვრული ჯილდო — ეს კი ჯამში, ამ ეტაპისთვის, 3 მილიონი ევრო გამოდის. ამას დამატებული 9.25 მილიონი ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის და ჯამური თანხა 12.25 მლნ ევრო გამოდის (დაახლოებით 37 მილიონი ლარი). 

თუ საქართველო ესპანეთს დაამარცხებს და მეოთხედფინალშიც გავა, ამ თანხას 2.5 მლნ ევრო დაემატება.

ბონუსების სისტემა ასე გამოიყურება:

  • ჰონორარი მონაწილეობისთვის — 9.25 მილიონი ევრო;
  • მატჩის ბონუსი: გამარჯვებისთვის — 1 მილიონი ევრო; ფრე — 500 000 ევრო;
  • მერვედფინალში კვალიფიცირება — 1.5 მილიონი ევრო;
  • მეოთხედფინალში კვალიფიცირება — 2.5 მილიონი ევრო;
  • ნახევარ-ფინალში კვალიფიცირება — 4 მილიონი ევრო;
  • ჩემპიონატის მეორეადგილოსანი — 5 მილიონი ევრო;
  • ჩემპიონატის გამარჯვებული — 8 მილიონი ევრო.

UEFA-ს საიტზე აღნიშნულია, რომ მაქსიმალური თანხა, რომელიც ჩემპიონმა შეიძლება მიიღოს, თუ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას მოიგებს, 28.25 მილიონი ევროა.


საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.ქართველთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჯამში ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge