საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. Sofascore-ის მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9.7 ქულა აქვს. მამარდაშვილის შემდეგ ყველაზე მაღალი ქულები გიორგი მიქაუტაძეს და ანზორ მექვაბიშვილს აქვს. Sofascore-მა მათი თამაში 7.3-ით შეაფასა. „ნაპოლის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას 6.6 ქულა აქვს.
ეურო 2024-ზე, რიგი მეორე თამაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ დაასრულა. გოლი ჩეხეთის კარში გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

