“არაბიძე, რამ გაგიბანძა იუმორი? ვანოს დამსახურება ყოფილა შენი ნომრები თურმე. ვერც ვუყურე ხუთი წუთის მეტი”; “ეს რა საშინელი გადაცემა გამოგივიდა, ამას ჰქვია სუფთა კრახი”; “ფულს დიდი ძალა აქვს” – წერენ “ფეისბუქში” ნიკა არაბიძის იუმორისტულ შოუზე, სადაც გადაცემის სტუმარი დედაქალაქის მერი კახა კალაძე იყო.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:
“ზოგადად კალაძის მოყვანა კი არაა პრობლემა, არსებულ კონტექსტში რომ კალაძე მოვა, ეგაა პრობლემაც, გულისამრევიც და კატასტროფაც. დედა მო***ეს არხს”.