Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კოსმოსიდან ძლიერი რადიოსიგნალი მოდის, რომელიც ყოველ 54 წუთში ერთხელ მეორდება

June 11, 2024
კოსმოსიდან ძლიერი რადიოსიგნალი მოდის, რომელიც ყოველ 54 წუთში ერთხელ მეორდება

შორეული კოსმოსიდან მომავალმა რადიოსიგნალმა მეცნიერების დიდი ყურადღება მიიქცია. ამ მომენტისთვის მათ არ შეუძლიათ ახსნას ის, თუ რა ასხივებს გამეორებად სიგნალს.

მკვლევრების სამუშაო ჰიპოთეზა არის ის, რომ წყარო, სავარაუდოდ, ნეიტრონული ვარსკვლავია. საუბარია პულსარზე, რომელიც რადიოსიგნალებს თავისი ღერძის გარშემო ბრუნვისას ასხივებს.

თუ საქმე ნამდვილად ნეიტრონულ ვარსკვლავთან გვაქვს, ეს კიდევ უფრო მეტ შეკითხვას გააჩენს. 54 წუთიანი ინტერვალით, ობიექტი, სახელწოდებით ASKAP J1935+2148, ყველაზე ნელი მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი იქნება, რომელიც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ. ასეთი ნეიტრონული ვარსკვლავი იმდენად ნელი იქნება, რომ მისი ახსნა ასტრონომებს ძალიან გაუჭირდებათ.

“ძალიან უჩვეულოა ისეთი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც რადიოსიგნალს ასეთი ინტენსივობით ასხივებს. როგორც წესი, ნეიტრონული ვარსკვლავისგან მომავალი სიგნალი ბევრად სწრაფად მეორდება ხოლმე”, — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მანიშა კალებმა სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტიდან.

ცნობისთვის, ნეიტრონული ვარსკვლავები ზეახალის ეპიკური აფეთქების შედეგად წარმოიქმნება. ეს ხდება მაშინ, როდესაც მასიური ვარსკვლავი საწვავს ამოწურავს და საკუთარი გრავიტაციის ქვეშ იშლება.

ნეიტრონულ ვარსკვლავს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს. ასეთი ვარსკვლავის ბრუნვა იწვევს ამ ნაწილაკების ნაკადების ბრუნსაც, და ასტრონომებისთვის ეს გამეორებადი სიგნალია.

ASKAP J1935+2148-იც ასე აგზავნის სიგნალს, მაგრამ ის ძალიან შენელებულია. როგორც წესი, პულსარს ერთი ბრუნვისთვის სულ რამდენიმე წამი სჭირდება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პულსარი საერთოდაც, წამში 716 ბრუნს ასრულებს.

იდუმალ ობიექტს ასევე სამი განსხვავებული ემისიის წყარო აქვს.

“თითოეული სიგნალს განსხვავებული სიხშირით აგზავნის. ყველაზე სწრაფი ყოველ 50 წამში მეორდება, შემდეგი 26-ჯერ უფრო ნელია და ბოლო, რომლიდანაც სიგნალი 54 წუთში ერთხელ მოდის, ყველაზე გასაოცარია”, — ამბობენ მკვლევრები.

თუ საქმე ნეიტრონულ ვარსკვლავთან არ გვაქვს, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს თეთრი ჯუჯა, ვარსკვლავური ნარჩენების ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ძალიან მაგნიტურია. თუმცა, ეს შესაძლებლობაც ბევრ შეკითხვას აჩენს. იმ შემთხვევაში თუ თეთრი ჯუჯა ასეთი მაგნიტურია, მაშინ ასტრონომებს მსგავსი ობიექტები აქამდე უკვე უნდა დაეფიქსირებინათ.

ასტრონომები რადიოსიგნალებზე დაკვირვებას განაგრძობენ და სიახლეების შემთხვევაში, მასზე აუცილებლად დავწერთ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი”- რა გახდა წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი
  • „გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge