Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვე…” – ბადრი ჯაფარიძე

June 8, 2024
“სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვე…” – ბადრი ჯაფარიძე

“შე­ვი­ტყვე სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი, რომ მშობ­ლი­ურ რა­ჭა­ში, სა­დაც ჩემი და­ნი­ე­ლი მე­გობ­რე­ბის ფონ­დი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებ­და – “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” მი­ღე­ბის გამო ერთი პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და” – ამის შესახებ “ლე­ლოს” ერთ-ერ­თი ლი­დერ­ი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფონდს წლე­ბის წინ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

“მახ­სოვს ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი, რო­მლებიც რე­გი­ო­ნის ხელ­შე­წყო­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­და. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­და, და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ფონდთან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ონში ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის აშე­ნე­ბა და უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა არ არის უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა! „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი დღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დი უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რებ­ლად ით­ვლე­ბა.

ეს არის “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” შე­დე­გი, რი­თაც ზი­ან­დე­ბი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მინ­და დარ­წმუ­ნე­ბით გი­თხრათ, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლე­ბა ეს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი და ეს კა­ნო­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა იმ პრო­ექ­ტის, რო­მ­ლებიც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“, – წერს ჯა­ფა­რი­ძე.

ცნობისთვის, ფონდმა „ფეა თრიიზმა“ გაავრცელა განცხადება და ონის მერიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებაა საუბარი.

წერილში ნათქვამია, რომ ფონდი იძულებულია შეწყვიტოს 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

მიზეზად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და განმარტებულია, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლოა, ფონდს დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები.

როგორც ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ დარჩათ. როგორც ფონდში განმარტავენ, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ფონდის კლინიკას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • “მიწა ჩამოიშალა და სატვირთოს დაეცა” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც 15 სექტემბრიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge