თბილისში, ავლაბარში მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, რის გამოც, პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, ბანკში შეჭრილია ერთი პირი.
ადგილზე ცოტ ხნის წინ გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფო დხმარების ბრიგადები.
ასევე, მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა ჯგუფები, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია თვითელი ლენტებით შემოფარგლეს.