Tuesday, July 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აღარ იძებნება დიტო სამხარაძის პოსტი, რომელშიც ზურა ჯაფარიძეს ემუქრებოდა

May 10, 2024
აღარ იძებნება დიტო სამხარაძის პოსტი, რომელშიც ზურა ჯაფარიძეს ემუქრებოდა

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ დიტო სამხარაძის პოსტი, სადაც ის „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ემუქრება, აღარ იძებნება.

მან ჯაფარიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადება დღეს, 10 მაისს, Facebook-ზე გაავრცელა, თუმცა აღნიშნული განცხადება სამხარაძის გვერდზე აღარ იძებნება.

დიტო სამხარაძის მტკიცებით, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ წევრებს მისი და მისი ოჯახის წევრების „ბულინგი“ დაავალა. სამხარაძის მტკიცებითვე, სწორედ ზურაბ ჯაფარიძის დავალებით მისწერეს მას და შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამ საქმეზე ჯერ არც პოლიციას დაუკავებია ვინმე.

თავის მხრივ ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენ უცნობი ადამიანები – ერთხელ 10 მაისს გვიან ღამით, მეორედ კი დღისით. ჯაფარიძის პარტიაში აცხადებენ, რომ მან მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმები დაიწყო, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა გაუჭირდებათ, რადგან მას იარაღი აქვს.

„ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს ის იყოს უკანასკნელი კაცი! გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო. მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა! ღორივით დაგაგდო… შენ გინდა ბიჭო შვილი რომ მომიკლა? შენს სისხლს დავლევ! შენ თუ შენი ქუდის მეპატრონეებმა გიშველონ ან გაგვასწრო, მე ვიყო ნაცი!“, – მიმართა დიტო სამხარაძემ ზურაბ ჯაფარიძეს Facebook-ზე პოსტით, რომელიც აღარ იძებნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • როგორი ამინდი იქნება 29 ივლისს საქართველოში – გაფრთხილება მოქალაქეებს
  • 🎥”ასე გამოიყურება ქართული ღორობა! უბრალოდ შეგრცხვეთ!” – რა კადრები ვრცელდება ბათუმიდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge