გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროვოკაციის მოწყობის მიზნით მათ 4 ადამიანი თავს დაესხა, მანქანებით მოვიდნენ ნიღბიანი პირები. აქციის მონაწილეების ნაწილი ყვება, რომ 4-ზე მეტი იყო თავდამხსმელი, ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ და დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იყო.
აქციის მონაწილეებმა თავდამსხმელების ფოტოები გადაიღეს და შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია.
“ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ დაშავებულს სახე დასისხლიანებული აქვს. სუს-ის ხალხი იყო, ძიუდოისტები დაგვახვედრეს… ტოიოტა კამრი მოვიდა, გააჩერეს, ველოსიპედიან კაცს დაატყეს და დავეხმარეთ, გადმოცვივდნენ, გალახეს კაცი,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
“სპეციალურად იდგნენ, გადმოცვივდნენ, 4 მოჭიდავე, წავიდნენ, იქით ვიღაც კაცს კბილები ჩამოუღეს, 10 წუთი აქ იყვნენ ჩხუბობდნენ, მოგზავნილი პროვოკატორები,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
“სახეში ურტყეს”, “წარბი აქვს გახეთქილი, კბილები აქვს ჩამტვრეული” – თვითმხილველები იხსენებენ თავდასხმის შემთხვევას გმირთა მოედანთან.
“რატომ ხართ აქციაზე?”, – ამ კითხვით მიმართავდნენ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები აქციის მონაწილეებს. თვითმხილველების თქმით, მინიმუმ 5-მდე დაშავებულია – მათ მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.
“ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და უხეშად მომმართა, რა ხდებაო და გაიქნია ჩემკენაც ხელი, არ მომხვედრია და დისტანცია ავიღე. მანქანით იყვნენ მოსულები, მაღალი ხალხი იყო და განიერი მხრებით. ასევე, ერთ-ერთი ქალბატონი ყვიროდა, რომ ბავშვია მანქანაშიო და ხელი მიარტყა მანქანას გადმოდიოთო და რომ გადმოვიდნენ, ფიზიკურად გაუსწორდა. ორი მოპედისტი იყო, ისინიც დაიჭირეს და ეგენიც ძირს დააგდეს და კასკაში უტყდეს ხელი,” – ამბობს ერთ-ერთი თავდამსხმელი.
“მოვდიოდით გმირთა მოედნიდან, ცირკის მხარეს, სადაც უკვე ნაკლები ხალხი იყო, გადმოვიდნენ მანქანებიდან და გაუსწორდნენ ხალხს, გამოეკიდნენ და ხალხმრავლობისკენ მოერიდნენ, დასხდნენ მანქანებში და წავიდნენ.
დაახლოებით, 5-მდე მანქანა იყო და ალბათ, 20-მდე ადამიანი. დაშავებული, მინიმუმ 5 ადამიანია. წარბი აქვს გახეთქილი, კბილები აქვს ჩამტვრეული ადამიანს, რომელიც აქ ოჯახთან ერთად იყო, მანქანიდან გადმოიყვანეს როგორც დავინახე, პირდაპირ აქვს თავში მოხვედრილი რამდენიმეს, დაზიანებები აქვთ სერიოზული,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
“რამდენიმე მოქალაქე აქციას ტოვებდა და სახლში მიდიოდა. როცა მივედი უკვე დაწყებული იყო, ერთი ადამიანი უკვე ძირს ეგდო და წიხლებს ურტყამდნენ.
ერთმა თქვა, რომ მანქანით მოვიდნენ რიგითი მოქალაქეები და დაიწყეს ქიშპი იმაზე, რომ რატომ ხართ აქციაზე, ამაზე დაიწყო აჟიოტაჟი და მერე გაუსწორდნენ, ერთ-ერთ სასწრაფოს მანქანაში მძიმე დაშვებულიც არის, მერე ჩვეულებრივად ჩასხდნენ მანქანაში და რომ მიდიოდნენ ერთ-ერთი ისევ გადმოცვივდნენ და დაიწყეს გინებით, აგრესიით ხელი მოიქნიეს,“ – ამბობს თვითმხილველი.
თბილისში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტებმა სავარაუდო თავდამსხმელები მობილურით გადაიღეს, შესაბამისად მათი იდენთიფიცირება შესაძლებელია.
დაპირისპირება ცისკის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა, წინასწრი ინფორმაციით, დაშავებულია 5 -მდე ადამიანი.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროვოკაციის მოწყობის მიზნით მათ 4 ადამიანი თავს დაესხა. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ “კუნთიანი” “ათლეტური აღნაგობის” ადამიანები გაუწსორდნენ.
მშვიდობიანი დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათ სოწრედ რუსული კანონის გაპროტესტების გამო გაუსწორდნენ.
აღსანიშნავია, რომ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მათი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გომელაურის უწყება არ იცავდა.