საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას გმობს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
,,თავისუფლება ძალა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს.
ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება, მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არც ერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღინისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას! არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია.
მე ვარ საქართველო!”,- წერს გიორგი ქოჩორაშვილი.