თვალში დაჭრილ 24 წლის მომიტინგეს თვალი შეუნარჩუნდა. ნიკა დემურიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა საყურადღებოდ ფასდება. ახალგაზრდა მომიტინგეს სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები ესროლეს. 24 წლის მომიტინგე იმ დროს დაშავდა, როცა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა.
“პირველები” ესაუბრა დემურიშვილის ოჯახის წევრებსაც. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის დედ-მამა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ახალაგზრდების დაშინება უნდა. “არ გამოგივათ, ყველაფრისთვის მოგეკითხებათ,” – შეუთთვალა კობახიძის გუნდს დაშავებული მომიტინგის მამამ.
გადარჩენილია. აი, ამ ადგილას, წარბში აქვს მოხვედრილი რეზინის ტყვია. ჯერ-ჯერობით ხედვა უჭირს. როგორც მითხრეს, კატეზე შავამოწმებთ და მერე ვნახოთ, როგორ იქნებაო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თვალი გადარჩენილია. სხვების გამოყვანაშ ვეხმარებოდი მეგობრებს, ბიჭებს, გოგოებსო და მაგ მომენტში მესროლესო, – ამბობს დემურიშვილის მამა.
დაშავებული ახალგაზრდის დედა კი ამბობს, რომ საკუთარი შვილით ამაყობს.
წარბი აქვს ძალიან გადახეთქილი, აქვს ჩალურჯება, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. პასკებს ვაცხობდი, თან იქ ვიყავი. აი, ეს რომ დავინახე, თან ჩემი შვილი, შოკში ვიყავი. სულ ის მიკვირს, ან შვილი არ ჰყავთ ან დედა არ ჰყავთ ან მეუღლე არ ჰყავთ? ოჯახში რომ მიდიან, რას ეუბნებიან? ყველა უნდა გამოვიდეს. ჩემი შვილი, მეორე გოგოც იყო აქციაზე, დისშვილიც, ყველანი იყვნენ და მე ამაყვი ვართ ამით, რომ დგანან იქ. დაშინების მცდელობაა, – ამბობს დაშავებული ახალგაზრდის დედა.
უწყვეტი პროტესტის მე-12 ღამეს საქართველოს პარლამენტთან ისევ ანტირუსული შეძახილები ისმოდა. რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინაც 85 ათასზე მეტი მომიტინგე გავიდა. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ამჯერადაც წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა და პროტესტის მონაწილეები სასტიკად დაარბია.