შესაძლოა, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნებიდან” წავიდეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მათი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტი მალე ვაკანტური გახდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამბობენ ინფორმირებული წყაროები და მისი აღსრულებისთვის მხოლოდ დროა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს და ამ გადაადგილების მიზეზი დღეს არსებული პოლიტიკური ჩიხია.
პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას კი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაიბარებს.
“ქართულ ოცნებაში” ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.