“აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის, დიდი ადამიანები თითქმის ყოველთვის ცუდები არიან”, – ამტკიცებდა ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი ლორდ აქტონი. კაცობრიობის ისტორია არაერთ ლიდერს იცნობს, რომელიც დიდმა ძალაუფლებამ კატასტროფამდე მიიყვანა და რომლებსაც ხალხმა საბოლოო გააჩენი გამოუტანა:
1.მუამარ კადაფი
მუამარ კადაფის ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დღეგრძელ დიქტატორს უწოდებდნენ. მისი 42-წლიანი მმართველობა სკანდალებით იყო სავსე. კადაფი მსოფლიოს შეუპოვარი ხასიათით, ექსცენტრიკულობით და ეგზოტიკური ჩაცმულობით დაამახსოვრდა. ბიჭი, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი ბედუინის ოჯახში გაიზარდა, ლიბიის სათავეში უსისხლო გადატრიალებით მოვიდა, ცოტა ხანში კი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ლიბიას სასტიკი რეპრესიული აპარატის მეშვეობით მართავდა და აშკარად უპირისპირდებოდა ამერიკელებს. ამის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა კადაფის “ცოფიანი ძაღლი” უწოდა. ამერიკული ავიაცია მის ქალაქებს ბომბავდა, მაგრამ კადაფიმ ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა.
ლიბიელ დიქტატორს ათეულობით ძვირფასი სასახლე და რეზიდენცია ჰქონდა, მაგრამ ბედუინების კარვით მიდიოდა ყველგან: რომში, პარიზში დოჰაში… ასეთ კარვებში მართავდა უმაღლესი დონის შეხვედრებსა და ვიზიტებს. ერთ-ერთი ვიზიტისას კადაფიმ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთანაც მოითხოვა კარვის გაშლა, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღო. რეპრესიებისა და ოპოზიციის დევნის გარდა, კადაფი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებასაც ცდილობდა, მაგრამ ლიბიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც სიღარიბეში ცხოვრობდა. ამ მიზეზების გამო კადაფის ლიბიაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, 2011 წლის მარტში ისინი აჯანყდნენ, იმავდროულად, ნატომ ლიბიის დაბომბვა დაიწყო. კადაფის დასუსტებული რეჟიმისთვის ეს სასიკვდილო განაჩენი იყო. აჯანყებულებმა მშობლიურ ქალაქ სირტში, მშენებლობაზე დამალული ყოფილი დიქტატორი შეიპყრეს და დასაჯეს. მუამარ კადაფის შეპყრობის ვიდეოფირმა მთელი მსოფლიო მოიარა და ყველა დაარწმუნა, რომ უსასრულო ძალაუფლება არ არსებობს.
2. ნიკოლაე ჩაუშესკუ
1989 წლის დეკემბერში რუმინელებმა ჩამოაგდეს დიქტატორი, რომელიც ქვეყანას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავდა: მისი მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ ნიკოლაე ჩაუშესკუმ ხალხს ნამდვილი გენოციდი მოუწყო.
1974 წელს ჩაუშესკუმ საკუთარი თავი სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადა. ნეპოტიზმი მისი რეჟიმის მთავარი ატრიბუტი გახლდათ: მეუღლე, ელენა ჩაუშესკუ, პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა მაშინ, როცა პრეზიდენტიც თავად იყო და პრემიერ-მინისტრიც. მისი წყალობით, ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა. ჩაუშესკუ ქვეყნის ბიუჯეტს დაუფარავად ფლანგავდა: ოჯახისთვის რუმინეთის სხვადასხვა ადგილას ძვირფასი სასახლეები ააგეს, ყველას მარმარილოს უნიტაზები, უნიკალური ავეჯი და ჭურჭელი ამშვენებდა. ჩაუშესკუ უამრავ საჩუქარს იღებდა სოციალისტური ქვეყნების ლიდერებისგან: ძვირფას გრავიურებს, სპილოს ძვლის ქანდაკებებს და იშვიათ წიგნებს. პრეზიდენტს ემსახურებოდა მდიდრული ავტობუსი, სადაც იყო საძინებელი და მისაღები ოთახები, ორი სამზარეულო, ბუფეტი, კაბინეტი, სააბაზანო და საპირფარეშო… ცოლ-ქმარს სიკვდილის პანიკური შიში ჰქონდა. მოწამვლის შიშით ჩაუშესკუ ყოველდღე ახალ თეთრეულს, კოსტიუმებს და ფეხსაცმელს იცვამდა. მის ულუფას საგანგებოდ ამოწმებდნენ. ჩაუშესკუს საშინლად არ უყვარდა ხელის ჩამორთმევა და თუ მაინც მოუწევდა, მის თანაშემწეს მუდამ თან ჰქონდა სპირტიანი ბოთლი, რომ დიქტატორს ხელი დაებანა. ნიკოლაე ჩაუშესკუ გატაცებული იყო რომაელი იმპერატორების ცხოვრებით და განსაკუთრებით კალიგულა უყვარდა, რომელმაც თავის ცხენს სენატორის წოდება მიანიჭა. ისიც არ ჩამორჩა და თავის საყვარელ ძაღლს კორბუს რუმინეთის არმიის პოლკოვნიკის წოდება უბოძა. კორბუს საკუთარი ლიმუზინი ჰყავდა და ესკორტით გადაადგილდებოდა. მას ჰქონდა ძვირფასი აპარტამენტი საძინებლით, აბაზანით, ტელევიზორითა და ტელეფონით.
თანდათან რუმინელი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო, ჩაუშესკუს მოწინააღმდეგეები ქუჩაში გამოვიდნენ და მღელვარე ხალხის შეჩერება არმიამ და პოლიციამაც ვეღარ შეძლეს. ჩაუშესკუ და მისი ცოლი იძულებული გახდნენ ვერტმფრენით გაქცეულიყვნენ, თუმცა ქალაქ ტირგოვიტში დააკავეს. ცოლ-ქმარი მეორე დღესვე – 1989 წლის 25 დეკემბერს დახვრიტეს.
3. სადამ ჰუსეინი
“ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი დაპატიმრებულია” – 14 დეკემბერს, ნაშუადღევს გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ კვირა დღის მშვიდი რიტმი დაარღვია
და საინფორმაციო სააგენტოები, თუ ტელეარხები, ჟურნალ-გაზეთების რედაქციები თუ რადიოსადგურები – ჩვენისა არ იყოს – ფუტკრის მოფუსფუსე და აფორიაქებულ სკებს დაამსგავსა.
სადამ ჰუსეინის დაკავების ამბავი საზოგადოებას ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე აუწყა ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა:
[პოლ ბრემერის ხმა] “ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ის დავიჭირეთ!” (ტაში, შეძახილები)
როგორც გაიგონებდით, პოლ ბრემერს სადამ ჰუსეინის სახელიც კი არ უხსენებია: “ჩვენ ის დავიჭირეთო”, მხოლოდ ეს თქვა.
ცნობისთვის, სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში მილიონზე მეტი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს – ომების, ეთნიკური წმენდისა თუ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების შედეგად. ოდნავი დაუმორჩილებლობაც კი სიკვდილით ან, უკეთეს შემთხვევაში, ციხით ისჯებოდა. წამება ჩვეულ მოვლენად იყო ქცეული.
სადამ ჰუსეინი საკუთარი ოჯახის წევრების მიმართაც დაუნდობელი იყო. 1996 წელს სადამ ჰუსეინის ორმა სიძემ ერაყი დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა მეზობელ იორდანიაში. სადამმა მათ შეუთვალა: თუ დაბრუნდებით, ღალატს გაპატიებთ და შვილებივით მიგიღებთო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიძეები სიმამრს ენდნენ და მართლაც დაბრუნდნენ ერაყში: ორივე მათგანი დაბრუნებიდან სულ რამდენიმე დღეში დახვრიტეს.
უკრაინის პროკურატურამ სულ ახლახან დაასრულა გამოძიება უკრაინის ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ 2014 წლის 18-20 თებერვალს მომიტინგეების დარბევისა და სროლის ორგანიზებისთვის. ბრალი წარედგინა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის იმდროინდელი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და სხვა მაღალჩინოსნებს.დადგინდა, რომ 2014 წლის 18-20 თებერვალს ამ თანამდებობის პირებმა გასცეს ბრძანებები და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების, სამხედრო აღჭურვილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დედაქალაქის ცენტრში და დემონსტრანტების დარბევის მიზნით.
“ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის საფუძველი გახდა”. – წერია უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ევრომაიდანის საპროტესტო აქციებზე მოკვდა 67 ადამიანი, დაშავდა 887 ადამიანი და 132 სამართალდამცველი.
5. ჰოსნი მუბარაკი
ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი გადადგომის შემდეგ გაასამართლეს. 83 წლის მუბარაკს ბრალი ედებოდა კორუფციაში და თებერვალში, მისი 30-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დახოცვის ბრძანების გაცემაში. მუბარაკი – რომელიც, მისი ადვოკატების თქმით, მძიმედ იყო ავად – სხდომის განმავლობაში საავადმყოფოს საკაცეზე იწვა და გისოსებით შემოღობილი ოთახიდან ლაპარაკობდა. იგი 1981-დან 2011 წლამდე ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 2012 წელს ეგვიპტის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო “არაბული გაზაფხულის” დროს დემონსტრანტების მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე 2017 წელს საპატიმრო დატოვა. ჰოსნი მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
6. ედუარდ შევარდნაძე
21 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში მოხდა მოვლენა, რომელიც ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა.
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანა მოიცვა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, რაც 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომითა და ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, არჩევნების კომენტირებისას განაცხადა, რომ 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია და ის პირველია უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელიც ყველაზე გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა მისი ეს მოზარდება არ გაიზიარეს საქართველოში საგანგებოდ მოწვეულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ფილარმონიიდან მერიამდე, შემდეგ მივიდნენ ცესკოს შენობასთან, სადაც არჩევნები ჩაშლილად გამოაცხადეს. პარლამენტის შენობის წინ დაიწყო მრავალდღიანი საპროტესტო აქცია.
რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილსა და „სახალხო ლაშქართან“ ერთად, შიშველი ხელებით აიღეს პარლამენტის შენობა… შევარდნაძე, თითქოს მის ირგვლივ არაფერი ხდებაო, აგრძელებდა დაწერილი სიტყვის კითხვას. ბოლოს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ხელი სტაცეს და პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს. დარბაზიდან გაიქცნენ სახელისუფლებო ბლოკისა და „აღორძინების“ წევრებიც. 18:00 საათისათვის პარლამენტის შენობა მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის ხელში იყო.