თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, საკუთარ instagram სთორიში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მომღერალ ჯასტინ ბიბერის მეუღლეს, ჰეილი ბიბერს „ანუკი-ს“ ორეული აცვია.
ანუკი წერს:
„მადლობა თათა. მე ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რომ ვხედავ ჰეილი ბიბერს „ანუკის“ სამოსში. შენ ამიხდინე ჩემი ოცნება“.