Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საიდან ჩამოდიან ტურისტები საქართველოში?

April 22, 2024
საიდან ჩამოდიან ტურისტები საქართველოში?

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში თურქეთიდან 254 577 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 17.6%-იან ზრდას წარმოადგენს, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა 26.5%-ია.

რაც შეეხება რუსეთს, წინა წელთან შედარებით 16.1%-იანი კლების მიუხედავად, 215 468 ვიზიტით მეორე ადგილზეა. რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.2%-ით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების მიხედვით ლიდერი ქვეყნების ათეულში ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ მოხვდა და TOP-15-ეულში პოლონეთი მე-11, ხოლო გერმანია მე-12 პოზიციაზეა.

უფრო დეტალურად, I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP 15 ქვეყანა შემდეგია:

თურქეთი – 254,577
რუსეთი – 215,468
სომხეთი – 191,830
აზერბაიჯანი – 51,466
ისრაელი – 46,789
ირანი – 28,811
ყაზახეთი – 27,874
უკრაინა – 24,538
ინდოეთი – 20,645
ბელარუსი – 17,236
პოლონეთი – 11,734
გერმანია – 11,005
ფილიპინები – 10,551
ჩინეთი – 9,905
უზბეკეთი – 9,863

ევროპიდან ტურიზმის აღდგენის დადებითი დინამიკის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო პრესრელიზს ავრცელებს, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ „ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულია“ და დივერსიფიკაციის დინამიკა ნარჩუნდება.

„ტურიზმის ინდუსტრიაში კვლავ ნარჩუნდება ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას – ჩვენთვის სასიხარულოა, რომ იზრდება ტურისტული ნაკადები ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, ისევე, როგორც მზარდია ტურისტული ნაკადები ყურის ქვეყნებიდან“,- ამბობს ქვრივიშვილი განცხადებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია.

წყარო: BM.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge