ამ წუთებში, პარლამენტის მიიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება. ადგილზე მდგომარეობა უკიდურესად იძაბება.
მანამდე, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა. უცნობია, რამდენი პირია დაკავებული. ბოლო მონაცემებით, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გაავრცელა, სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს.
მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია მობილიზებული.
ხოლო, მას შემდე, რაც იურიდიულმა კომიტეტმა “რუსულ კანონს” მხარი დაუჭირა, ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტს უკანა გასასვლელიდან მანქანებით, სპეცრაზმის კორდონის საშუალებით ტოვებენ.