გიორგი ქოჩორაშვილის მამამ როინ ქოჩორაშვილმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა.
“ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან, კახისაც ვურჩევ ნაკლები განცხადებები გააკეთოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით! ეს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ საამაყო ბიჭებისთვისაც უკეთესი იქნება” — ამბობს გიორგი ქოჩორაშვილის მამა ფორმულასთან ინტერვიუში.
აღნიშნული განცხადება გიორგი ქოჩორაშვილის მამამ მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ქოჩორაშვილის წარმატებაში წვლილი მასაც მიუძღვის.