Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მეორადი ტანსაცმელი, რომელიც არ კონტროლდება, შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს”- ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ

April 11, 2024
“მეორადი ტანსაცმელი,  რომელიც არ კონტროლდება, შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს”- ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ

“საქართველოში არც მეორადი და არც პირველადი ტანსაცმელი არ კონტროლდება და არც გეგმაშია”- ამის შესახებ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, მეორადი ტანსაცმლის მოხმარება რომ იზრდება, ეს გლობალური კლიმატის ცვლილებების პირობებში, ცუდი არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ არ კონტროლდება და არც გეგმაში არ არის ამის გაკონტროლება (არც მეორად და არც პირველად ტანსაცმელთან დაკავშირებით).

გლობალური კლიმატის ცვლილების პირობებში ცუდი სულაც არ არის რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა იზრდება, პირიქით, ეს გადაჭარბებულ დამოკიდებულება მსოფლიოსი მოდაზე, ძალიან ხშირი ცვლილება ტანსაცმლის დიზაინის და ა.შ. საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება გარემოზე, რადგან ბევრი ასეთი ტანსაცმელი თავის ადგილს პოულობს სანაგვეზე და მსოფლიოში ცნობილიც კი არის, საერთაშორისო მედია აშუქებს საკმაოდ ხშირად, ტანსაცმლის ასეთ სანაგვეებს, რომელიც მსოფლიოს ძირითადად განვითარებად ქვეყნებში არის ხოლმე. აქედან გამომდინარე, თავისდათავად, ცუდი არ არის მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობის ზრდა.

ტანსაცმელი რეალურად არის საფრთხის შემცველი იმ მასალიდან და იმ საღებავებიდან გამომდინარე, რომლითაც იღებება ეს ტანსაცმელი. ალერგია არ არის მხოლოდ ერთადერთი საფრთხე (აქაც, გააჩნია ალერგიას), კიდევ არის საფრთხე – ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს, შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, კადმიუმს. განსაკუთრებით ისეთი ტიპის სამოსი, რომელიც პირდაპირ შეხებაში მოდის კანთან, განსაკუთრებით, სიცხის დროს, ფორები იხსნება და ხდება ამ მავნე ნივთიერებების შეწოვა. ეს ქიმიური ნივთიერებები ერთხელ, ორჯერ და სამჯერ არაფერს გვიზამს, მაგრამ ეს ყველაფერი გროვდება ორგანიზმში და შემდეგ იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.

ჩვენი ორგანიზაცია წლებია გავიძახით, ეს მდგომარეობა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქმის არაფერი კონტროლდება (სამომხმარებლო პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად), ეს არის კატასტროფა“,- განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge