რუსთავის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი ცხოვრებს, კორპუსის თავმჯდომარეს ირჩევდნენ.
გავრცელებული ცნობით, გიორგი მღებრიშვილი წარსულში ნასამართლევმა, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელმა პირმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო ფეხის არეში ცივი იარაღით დაჭტა. დამნაშავე დაჭრილის ნათლიის შვილია.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.