საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგოს გიაკუმაკისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ახსენა, რომ საქართველოსთან მატჩის შემდეგ უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მიიღო. ცნობისთვის, გიაკუმაკისმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში პენალტების სერიის დროს თავისი დარტყმა ვერ გამოიყენა.