გუშინდელ ისტორიულ მატჩზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, საბერძნეთი 4:2 დაამარცხა. შედეგად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
“ევრო 2024” გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება. ამასთან, გუშინდელი მოგებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები, “უეფასგან” 9.25 მლნ ევროს მიიღებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო, გოლების ავტორები იყვნენ გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ლაშა დვალი და ნიკა კვეკვესკირი.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს, ნიკა კვეკვესკირის – 600 ათას ევროს, ზურიკო დავითაშვილის – 2,5 მლნ ევროს, ლაშა დვალის – 750 ათას ევროს.
წყარო: bpn.ge