ცნობილი გახდა, რა თანხას გამოიმუშავებენ ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები და, მათ შორის, საქართველოს ნაკრები, თუ ეს უფლება მოიპოვა.
ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი რეკორდულ 371 მილიონ ევრომდე გაიზარდა. თუ საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტში პლეიოფის ბარიერს დაძლევს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, 9,25 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხას უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ქვეყნისთვის გამოყოფს. გერმანიაში სულ 24 გუნდი ითამაშებს.
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.