დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში მდუმარე ბერი ნიკოლოზის წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა აბსოლუტური უვიცია.
“არაფერი არ ეშველება ამ უბედურ ქვეყანას და მიზეზი აქაა ასახული: ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა აბსოლუტური უვიცი და ტუპიაკია. 760-მდე ადამიანიდან მხოლოდ 50-ზე ნაკლებს აქვს ადეკვატური რეაქცია. ამიტომაცაა ამ ძღრენში საქართველო დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა (1991) და ვერც ამოვა ასეთი სულელი ხალხის სამოსახლო.” – წერს ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.