ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური პატრიარქი ნეოფიტე ჯანმრთელობის გაუარესების გამო 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ SOFIA GLOBE ადასტურებს.
როგორც მედია წერს, პატრიარქი ნეოფიტი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა.
2013 წლის 24 თებერვალს ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახალ პატრიარქად მიტროპოლიტი ნეოფიტი აირჩიეს, რომელმაც შეცვალა პატრიარქი მაქსიმე. 1975 წლის 3 აგვისტოს ის ბერად აღიკვეცა.
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური კანონით, პატრიარქის გარდაცვალება ნიშნავს, რომ წმინდა სინოდს დროებით ხელმძღვანელობს უმაღლესი მიტროპოლიტი, ახალი პატრიარქის არჩევამდე.
ახალი პატრიარქის არჩევა ხდება პატრიარქის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ოთხი თვისა.