სოციალურ ქსელში მოხევე ბერდია წიკლაურის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.
„გარდაიცვალა ბერდია წიკლაური… ალალი, კეთილი, გულწრფელი, ყოველთვის იმედიანი და გვერდით მდგომი მოხევე ვაჟკაცი.
ბერდია წიკლაურმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო გადაცემებში,სადაც ხევი და მოხევეები ძალიან საინტერესო კუთხით წარმოაჩინა.
ასევე მის შესახებ ვრცელი და საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ერთერთმა ამერიკელმა მოგზაურმა რომლის თარგმნას და გაზიარებას აუცილებლად შემოგთავაზებთ.
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.