32 წელი შესრულდება „ბოროტების იმპერიის“ (როგორც მას აშშ-ის პრეზიდენტმა რეიგანმა უწოდა) დაცემიდან. სსრკ – ეს იყო ერთგვარი კონფედერაცია, რომელიც 15 მოკავშირე რესპუბლიკას აერთიანებდა. სსრკ-ის მმართველ პარტიას კომუნისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც ათეიზმსა და ანტი-კაპიტალიზმს უჭერდნენ მხარს. სსრკ 1922 წელს დაფუძნდა. არსებობის პირველი ნახევარი, რომელიც სტალინს უკავშირდება, სისხლიანი რეპრესიებით გამოირჩევა. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლებას ხელში ნიკიტა ხრუშჩოვი იგდებს და იწყებს ე.წ. „დათბობას“. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში კი ძალაუფლებაში მოდის ლეონიდრ ბრეჟნევი. მისი მმართველობის პერიოდი „უძრაობის ხანის“ სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ პერიოდში აღწევენ საბჭოთა მოქალაქეები ცხოვრების ყველაზე მაღალ ხარისხს. 1973-1985 წწ.-ში მსოფლიოში ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზეა, რაც საბჭოთა ეკონომიკის წარმატებას უზრუნველყოფს. 1986 წელს, სსრკ-ის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ (ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია) გამოაცხადა, რომელიც სოციალისტური ეკონომიკის უფრო ლიბერალიზაციას ისახავდა მიზანს. ამ გეგმამ ისედაც შერყეული სსრკ-ის ეკონომიკა კრიზისში შეიყვანა. 1987-1988 წწ. ძლიერდება ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობები და იწყება პერმანენტული პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოში. პარალელურად მიმდინარეობს შიდადაპირისპირებები კომუნისტურ პარტიაში, რომლის კულმინაცია 1991 წლის აგვისტოს პუტჩი იყო, როდესაც რეაქციულმა კომუნისტებმა გორბაჩოვის დამხობა და სსრკ-ის შენარჩუნება მოინდომეს, პუტჩი დამარცხდა. 1991 წლის დეკემბერში სსრკ-მ თვითდაშლა გამოაცხადა.
როგორი იყო ცხოვრების დონე საბჭოთა საქართველოში?
საბჭოეთის დიდების პერიოდში საქართველოს სსრკ-ის მოსახლეობა 5 მლნ. ადამიანით განისაზღვრებოდა (1979 წ.). საშუალო ფენის მოქალაქის თვიური ანაზღაურება დაახლოებით 120 მანეთი იყო. სავალდებულო მინიმალური თვიური ანაზღაურება 70 მანეთი. ასეთი ანაზღაურება ჰქონდათ მეეზოვეებს და დამლაგებლებს. მოქალაქეთა დიდი ნაწილი დასაქმებული იყო ქარხანა-ფაბრიკებსა და კოლმეურნეობებში. მრავალი ადამიანი ცხოვრობდა ე.წ. „კომუნალურ ბინებში“, რომლებიც ერთგვარ საერთო საცხოვრებლებს წარმოადგენდა. ასეთი ტიპის ბინების ქირა 20-30 მანეთი იყო. ახლად დაქორწინებულ წყვილებსა და გამოცდილ სპეციალისტებს გადასცემდნენ ბინებს, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. სასკოლო განათლება საყოველთაო და უზრუნველყოფილი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით იწონებდა თავს საბჭოთა საქართველო. სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფართოდ იყო გავრცელებული ქრთამი. კორუფცია მეფობდა აბსოლუტურად ყველა სფეროში. საბჭოთა მოქალაქეებს ეკრძალებოდათ სოციალისტური ბლოკის წევრი ქვეყნების გარდა სხვაგან მოგზაურობა.
როგორი იყო ფასები საბჭოთა საქართველოში?
პური-0.30 კაპიკი.
ყველი-2 მანეთი (1 კგ.)
რძე-0.15 კაპიკი (0.5 ლ.)
ხორცი-3-5 მანეთი (1 კგ.)
კარტოფილი-0.10 კაპიკი (1 კგ.)
ლუდი-0.30 კაპიკი (0.5 ლ.)
ბენზინი-0.35 კაპიკი (1 ლ.)
მეტრო-0.05 კაპიკი
ტრამვაი-0.03 კაპიკი
ტაქსი-0.20 კაპიკი/1 კმ.
კომ. გადასახადები-დაახ. 10 მანეთი თვეში.
ასეთი იაფი იყო ყველაფერი, როგორც ეს ახლანდელი გადმოსახედიდან ერთი შეხედვით ჩანს?
არა, არ იყო. მართალია არ იყო ძვირი მაგრამ არც ისეთი იაფი იყო როგორც ეს შეიძლება დღეს ვინმეს წარმოუდგენია. ხშირად იხსენებენ „37 მანეთიან“ მოსკოვის ბილეთის ისტორიას, ეს იაფია?–როგორც ზემოთ აღვღნიშნე მედიანური ხელფასი 120 მანეთი იყო ანუ მოსკოვში გასაფრენად თქვენი ერთი თვის ხელფასის მესამედი დაგჭირდებოდათ. გარდა ზევით ხსენებულისა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ოფიციალური ფასების მიღმა (რომელსაც გეგმიური ეკონომიკური სისტემის მიხედვით, მთავრობა ადგენდა), ხშირი იყო არაოფიციალური ფასებით ვაჭრობა. მაგალითად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 0.65 კაპიკი იყო, თუმცა „ბარიგებთან“ 3 მანეთად იყიდებოდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 8% (ახლა 21%). უძრავი ქონების ყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. 2 ოთახიანი ბინის შეძენა ქალაქში 5-6 ათასი მანეთი დაჯდებოდა, 3 ოთახიანისა 7-8.
რატომ მოსწონთ ქართველებს საბჭოთა კავშირი?
ვიტყოდი, რომ ქართველებს საბჭოთა კავშირი კი არა უბრალოდ კეთილდღეობა მოსწონთ.