თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურება და დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს.