წალენჯიხაში, ჯგალი-მუხურის კვეთაზე, ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ცეცხლი დაახლოებით ათ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის სავარაუდო მიზეზი კი მოქალაქის დაუდევრობა გახდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.