ექიმი რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ადვოკატებს დახმარებას თხოვს.
⚜️რადგან ყელში ამომივიდა მსგავსი სექსუალური შევიწროებების კასკადი, ამასაც ვაქვეყნებ საჯაროდ და ადვოკატებს ვთხოვ დახმარებას.
ვიცი სექსუალურ შევიწროებაზე არარაობა სასჯელია მეტს იმსახურებენ, მაგრამ მე უნდა დავიცვა ჩემი თავი, ვაპირებ პოლიციაში განაცხადის შეტანასაც, რადგან დადგეს მსგავსი ბევრი პრეცენდენტი, რადგან მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ვარ ვსაუბრობ ჩემს პროფესიაზე, ამიტომ მავიწროებენ სექსუალურად! ამას ასე არ დავტოვებ!
არ ვგრძნობ ნამდვილად მსგავსი ახვრების გარემოცვაში თავს დაცულად!
უსირცხვილო მანიაკები!
🆘🆘🆘
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia – წერს ეკა კვირკველია.