ამერიკულმა კინოკომპანიამ Metro-Goldwyn-Mayer შეიტანა ცვლილებები მოძრავ ლოგოში. ახლა ნამდვილი ლომის ნაცვლად MGM მაყურებელს ცხოველის გრაფიკულ ასლს წარუდგენს.
MGM-მა კომპიუტერულ გრაფიკაზე გადასვლა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ვიდეო გარჩევადობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.ცნობილია, რომ კინოკომპანიას სურდა განახლებული მოძრავი ლოგოს ჩვენება ჯეიმს ბონდის ახალ ფილმთან No Time to Die-სთან ერთად, მაგრამ ფილმის პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო.
ციფრული ლომი პირველად გამოჩნდება ჩენინგ ტატუმის კომედიის, “ძაღლის” შესავალში, რომელიც ივლისში გამოვა.Metro-Goldwyn-Mayer დაარსების დღიდან, 1924 წლიდან ფილმების დაწყებამდე ლოგოდ ლომს იყენებდა. ამ ხნის განმავლობაში კინოკომპანიამ ექვსი ცხოველი შეცვალა. ბოლო ლომი, ლეო, MGM-ში 1957 წელს გამოჩნდა და ის სტუდიის სახე ყველაზე დიდხანს, თითქმის 60 წლის განმავლობაში იყო.
იხილეთ ვიდეო: