ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე მამაკაცს მოკლულის ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს ორი ჭრილობა, ყელისა და ზურგის არეში აღენიშნებოდა.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ის შეიძლება ფულის გამოძალვას უკავშირდებოდეს.
გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში მუშებმა იპოვეს, საბოლოოდ კი ქეთი ჯავახიშვილი მამამ ამოიცნო. გოგონას ხელები ე.წ. მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა.
როგორც მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც ქეთი ჯავახიშვილი სახლიდან გავიდა და აარ დაბრუნებულა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.