გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“უშანგი მოსიაშვილი-სამშობლოზე შეყვარებული, გულისხმიერი და თანამდგომი მოყვავის მიმართ, ქველმოქმედი, ჩვენი მუზეუმის მეგობარი, რომელმაც უსასყიდლოდ გადმოგვცა მხატვარ ალექსანდრე ციხელაშვილისა და საკუთარი მხატვრული ტილოების ილუსტრაციები,დახმარება გაგვიწია მუდმივ ექსპოზიციის მოწყობაში. ბატონ უშანგს თანაქალაქელები გაიხსენებენ , როგორც სიკეთისმთესველს, რომელმაც ნათელი კვალი დატოვა კასპელთა გულებში.
გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები მწუხარებას გამოვთქვამთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს”